ლოპოტას ხეობა სოფელ ლაფანყურის გავლით შსს-ს პიკაპის ტიპის რამდენიმე ათეულმა ავტომობილმა და კატასტროფის ბრიგადის ორმა მანქანამ დატოვა. ხეობიდან გამნაღველებიც გამოვიდნენ.
უცნობია, გადაჰყავდათ თუ არა მანქანებს დაჭრილები. გავრცელებული ინფომაციითვე, ლოპოტას ხეობის თავზე ვერტმფრენი პატრულირებს.
შეგახსენებთ, საქართველო-დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. ოპერაციისას დაღუპულია შსს-ს 2 თანამშრომელი, ერთი სამხედრო ექიმი, დაჭრილია 5 ქართველი სპეცრაზმელი.
ამასთანავე, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულების შესახებ, რამდენიმე ხნის წინ, თელავში სპეციალურ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრის გვამი უკვე ნაპოვნია და ცხედრების დაკრძალვა მათი რელიგიური მრწამსის მიხედვით მოხდება.
მისი თქმით, სავარაუდოდ, რამდენიმე დაჭრილი ტყეშია და მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს, რომლის დასრულება გუშინ ღამით ნისლმა შეაფერხა.
ამასთან, შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება უზურნველყოფილია.