პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ წარმომადგენელი გერმანიაში და ესპანეთში, არჩილ ჯორჯაძე, ოპოზიციურ პარტიებს თელავში ქართული ოცნების სასარგებლოდ მაჟორიტარი კანდიდატები მოხსნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჯორჯაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:
" მინდა შევუერთდე სამოქალაქო ფრონტის ერთ-ერთი ლიდერის გოგიტა დალაქიშვილის მოწოდებას და მივმართო იმ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომელთაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჰყავთ დაყენებული თელავის მუნიციპალიტეტში.
გთხოვთ თქვენი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები მოხსნათ თელავის მუნიციპალიტეტში და ერთიანი ძალებით გვერდში დაუდგეთ "ქართული ოცნების" კანდიდატს ბ-ნ გელა სამხარაულს.
სამწუხაროდ ეხლა არ გვაქვს ის პოლიტიკური სიტუაცია, რომ ჩვენ პარტიულ და პირადულ ამბიციებზე ვიფიქროთ. ჩვენმა პარტიამ "საქართველოს გზამ“ ეს ამბიცია გადადო გვერდით არამარტო თელავში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. თითოეულმა თქვენთაგანმა კარგად იცით, რომ თქვენი მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხავს წყალს.
იმედი გვაქვს გააცნობიერებთ არსებულ რეალობას და მიიღებთ ლოგიკურ გადაწყვეტილებას“,- არჩილ ჯორჯაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.