ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თეა წულუკიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს წულუკიანი მანჯგალაძის ქუჩის მცხოვრებლებს ე.წ. სამკუთხედ ბაღში შეხვდა და მათ „ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა გააცნო.
დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილებთან ნაძალადევის რაიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა თითეული ამომრჩევლის უდიდეს როლზე საარჩევნო ყუთთან და მათ ყურადღებისკენ მოუწოდა. წულუკიანმა შეხვედრაზე დედეტალურად ისაუბრა უმუშევრობის დაძლევისა და ჯანდაცის ხელმისაწვდომობის ოცნებისეულ გეგმებზე.
„ოქტომბერში ჩვენ დავასრულებთ ნაციონალურ ბლოკადას პარლამენტში, ეს კი სააკაშვილის მმართველობის დასასრულის დასაწყისი იქნება. ამიტომ წვლილი ყველამ ერთად უნდა შევიტანოთ ამაში. ეს ის ოცნებაა, რომელიც აუცილებლად ახდება“_ განაცხადა თეა წულუკიანმა შეხვედრის დასასრულს.