როგორც „TMK-Media“ იუწყება, კარგი იქნება თუ რუსი ბავშვები მოწევის შესახებ, პატარა ასაკიდანვესაყვარელი გმირებისგან არ გაიგებენ. საუბარია ისეთი ცნობილ მულტფილმებზე, როგორებიცაა - Ну, погоди! და „крокодилом Гена“. როგორც, ამბობენ ორივე მულტფილმიდან ამოიჭრება მწეველი პერსონაჟების კადრები და მხოლოდ ასეთი „გასუფთავებული“ ვერსია გავა, საბავშვო გადაცემაში,- „Спокойной ночи, малыши!“
1 სექტემბრიდან, რუსეთში ძალაში შედის კანონი „ბავშვთა, ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის მავნე ინფორმაციისგან დაცვის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც „აბა, დამაცადე!“ 18 + კატეგორიაში შედის და მისი ნახვა, ტელეეთერის საშუალებით მხოლოდ 23.00 საათის შემდეგაა შესაძლებელი. „მწეველი მგელისა და ნიანგის ფრაგმენტები მულტფილმებიდან აუცილებლად წაიშლება!“- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში