აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი თბილისში სექტემბრის პირველ კვირაში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
თუმცა საელჩოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის ახალი ელჩის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
შეგახსენებთ, რიჩარდ ნორლანდმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასი შეცვალა.