იოკო ონომ „სვაროვსკისთვის“ სამკაულის კოლექცია შექმნა. 79 წლის იოკომ, რომელიც ცნობილია მხოლოდ ჯონ ლენონთან ქორწინებითა და ავანგარდული პერფორმანსებით, გადაწყვიტა თავი ლეგენდარული ბრენდის „სვაროვსკის“ ახალი კოლექციის დამზადებაში ეცადა.
კოლექცია, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოვა, მოიცავს სამაჯურებს, ბეჭდებსა და ყელსაბამებს.
ახალი კოლექციის მთავარი თემა გახდა გასაღები, რომელიც დიზაინერმა ყველა ახალ ნამუშევარს მოარგო.
„სვაროვსკისთან“ თანამშრომლობა ჩემთვის ყოველთვის სასურველი იყო. 1966 წელს გავაკეთე პირველი ნივთი შუშისგან, რომელსაც „შუშის გასაღები, რომელიც ზეცას აღებს“ ერქვა.
ჩემი კოლექციის კონცეფცია შემდეგნაირია : გააღეთ უკეთესი ცხოვრების კარები!“-ამბობს იოკო.