გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირების ინიცატივით გამოდის და მისთვის ერთიანი მოლდოვას ფარგლებში განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია რეგიონისთვის მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსის მინიჭებით. ამასთან, აუცილებელია ეფექტური ცენტრალური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომია. ამის შესახებ ანეგელა მერკელმა კიშინიოვში დეპუტატების, მინისტრების, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში გერმანიის ფედერალური კანცლერი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. საჯარო გამოსვლაში მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 20 წლის წინ მოლდოვას რესპუბლიკაში საელჩო გახსნა.
მერკელის განცხადებით, გაყინული კონფლიქტის ამჟამინდელი სტატუს კვოს შენარჩუნება ხელს აძლევს გარკვეულ ძალებს და დნესტრისპირეთსა და მოლდოვას შორის გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა მოითხოვა.