საფრანგეთში განმარტავენ, რომ გავრცელებულ ვიდეოში მაკრონის წინ მაგიდაზე ხელსახოცი დევს

საფრანგეთში განმარტავენ, რომ გავრცელებულ ვიდეოში მაკრონის წინ მაგიდაზე ხელსახოცი დევს

სოციალური ქსელების მომხმარებლები იმაზე მსჯელობენ თუ რას მალავდნენ ჟურნალისტებისგან საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი. სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც სააგენტომ Associated Press-მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ფიგურირებენ.

მას შემდეგ რაც მათთან ჟურნალისტები შედიან, მაკრონი მაგიდიდან თეთრ ხელსახოცის მაგვარ ნივთს, მერცი კი კოვზის მაგვარ ნივთს მალავს .სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილმა ივარაუდა, რომ ევროპელი ლიდერები ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. როგორც ფრანგული მედიასაშუალებები წერენ, კადრების გავრცელების შემდეგ დაწყებული აჟიოტაჟი იმის შემდეგ, რომ მაკრონს და მერცს მაგიდაზე სავარაუდოდ ნარკოტიკების პაკეტი ედოთ, უსაფუძვლოა.

მათი ცნობით, მაგიდაზე ჩვეულებრივი ხელსახოცი და კონვერტის საჭრელი დანა ან პირადი მოხმარების სხვა ნივთი შეიძლება ყოფილიყო. „მსურველთა კოალიციის“ ლიდერები კიევში საგანგებო ვიზიტით 10 მაისს იმყოფებოდნენ.

მარბიელი ამათ ან ქათმის ჭკუ აქვთ, ან უნიჭოდ თვალთმაქცობენ; რუსი როგორ დათანხმდება იმას, რომ ომიმ 30 დღით შეჩერდეს და ამ პერიოდში უკრაინის შეიარაღება გაგრძელდეს?!
4 საათის უკან