ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარეობას და გურიის რეგიონში არსებულ გამოწვევებს გაეცნო.
გრიგოლეთი-ქობულეთის 14-კმ-იანი მაგისტრალური გზის 11-კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, მიმდინარეობს 3-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები.
გრძელდება სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 12-კმ-იანი 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის მშენებლობას. ამ ეტაპზე ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა მიმდინარეობს.