ყურძნის ჩაბარებას ქარხნები ხვალ დაიწყებენ

ყურძნის ჩაბარებას ქარხნები ხვალ დაიწყებენ

ხვალიდან საქართველოში ყურძნის ჩაბარება დაიწყება. ხვალ წნორის ღვინის ქარხანა ყურძნის მიღებას დაიწყებს. წნორის ქარხანას 4000 ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია, თუმცა ჩასაბარებელი ყურძნის ფასი ჯერ უცნობია.  „რთველი 2012 -ის“ შტაბში დღეს გადაწყდება რა ეღირება 1 კგ, ყურძენი.  პირველად საქართველოში ყურძენი დედოფლისწყაროში, სამთაწყაროსა და საბათლოში მწიფდება, კახეთის მოსახლეობა წუხს, რომ თუ ამ დღეებში არ დაიწყება ყურძნის ჩაბარება, ყურძენი დაჭკნება, ამას ორთვიანი გვალვის პერიოდსაც თუ დავუმატებთ, მოსახლეობა დახარჯულ ხარჯებსაც ვერ აინაზღაურებს.