შეწყალების კომისია მარიამობასთან დაკავშირებით 203 პატიმრის საქმეს დღეს განიხილავს

შეწყალების კომისია მარიამობასთან დაკავშირებით 203 პატიმრის საქმეს დღეს განიხილავს

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 203 პატიმრის საქმეს განიხილავს.

წინასწარი ინფორმაციით, კომისია შეწყალების რეკომენდაციას ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულებზე გასცემს, ასევე მათზე, ვისაც დადებითი რეკომენდაცია აქვს და პატიმრობის პერიოდში კარგი ყოფა-ქცევით გამოირჩეოდნენ.

აღნიშნულ სიაში არის 9 არასრულწლოვნის და 25 ქალის საქმე. 

შეწყალების კომისია სხდომის შემდეგ სარეკომენდაციო სიას საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის. 

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები საპატიმროებს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე დატოვებენ.