სუპერმოდელი სინდი კროუფორდი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მას ტალანტი, არა მხოლოდ, პოდიუმსა და ეკრანზე აქვს, არამედ უფრო სერიოზული საქმეების კეთებაც წარმატებით შეუძლია.
ტოპ-მოდელმა შექმნა თავისი პირველი კოლექცია ბრენდისთვის C&A. კროუფორდის მოდური სამოსის ხაზი ევრობის 1500-ზე მეტ მაღაზიაში უკვე შეიტანეს.
„ყოველთვის ვოცნებობდი, საკუთარი სამოსის ხაზი მქონოდა. ძალიან მიხარია, რომ C&A-სთან პარტნიორობის საშუალება მომეცა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სხვადასხვა, კომპანიებთან თანამშრომლობა“-ამბობს კროუფორდი.
კოლექცია მოიცავს კარდიგანებს, მაისურებს, ჯინსებსა და ელასტიკებს. გათლილია 8-დან 18 წლის ასაკის მომხმარებლისთვის და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის.