მიხეილ სააკაშვილი: რუსები პირგაღებულები დარბიან

მიხეილ სააკაშვილი: რუსები პირგაღებულები დარბიან

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტები პირგაღებული შეჰყურებენ ჩვენს თავისუფალ ქვეყანას, რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, პრეზიდენტის განცხადებით, მათ ჩვენ სახალხო დიპლომატიით დავიბრუნებთ.

„რუსები პირგაღებული დარბიან. ამ თვეებში რასაც ვუყურებ, ყველგან რუსულ ნომრიანი მანქანები მხვდება, აქაც ამოვა ბევრი. ჩამოვიდნენ თავისუფალ ქვეყანაში! ჩვენ ხალხთან გვინდა ურთიერთობა! ჩვენ ჩვენს დამპყრობელთან არ გვინდა ურთიერთობა, იმიტომ, რომ როდესაც აქ რუსი ტურისტი ჩამოდის, ადამიანურად გეპყრობა, მაგრამ როდესაც მოდის ტანკით, როგორც მონას, ისე გიყურებს. ამიტომ, ჩვენ გვინდა გვიყურებდნენ, როგორც წარმატებულ ქვეყანას",-აღნიშნა სააკაშვილმა.