ახმეტაში, სტუდია GNS-ის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი და ოპერატორი ბაჩო ბულისკერია სცემს. დამტვრეულია ვიდეოკამერა, რომლითაც გადამღები ჯგუფი მუშაობდა.
ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“ გადამღები ჯგუფი, რაიონში ხე-ტყის უკანონო ჭრის შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად იყო ჩასული. ბიზნესს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მფარველობენ.
„რამდენიმე უცნობი პირი დაგვესხა თავს. ოპერატორი საშინლად არის ნაცემი, დამტვრეულია კამერა“, - განუცხადა From.ge-ს ჟურნალისტმა ვასილ დაბრუნდაშვილმა.