კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი დღეს სოფელ დიდი ჩაილურის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე როგორც ხიდაშელმა განაცხადა, მსგავსად რეგიონის სხვა სოფლებისა, ამ სოფლის უმთავრესი პრობლემაც მოუგვარებელი სოციალური საკითხებია. მათ შორის სიღარიბე, უმუშევრობა და უყურადღებობა.
თინათინ ხიდაშელი აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი კირაკოზაშვილის დედას, ნანი კირაკოზაშვილს შეხვდა და პრობლემებზე ესაუბრა. ხიდაშელის თქმით, აღნიშნული ქალბატონი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას უჩივის.
დიდი ჩაილურის მცხოვრებთა განცხადებით, სოფელს სამი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, რომლებიც განსხვავებული შეხედულებების გამო იხდიან სასჯელს. ამასთანავე მათი თქმით, სოფელ ჩაილურის რამდენიმე ოჯახს "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.
მათ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა გამოუცხადა და გამარჯვების შემდეგ მათი ყოფითი პრობლემების მოგვარების იმედი გამოთქვა.
დღესვე ხიდაშელი კახეთში, საგარეჯოს რაიონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვედა. ხიდაშელი სოფელ ვერხვიანისა და კაკაბეთის მოსახლეობას ესაუბრა და მათი დაზიანებული ვენახები მონახულა.
ხიდაშელი კოალიციის სოფლის პროგრამის და სხვა პროგრამების ფარგლებში მათ მსგავსი პრობლემების პრევენციას და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.