„თავისუფალმა საქართველომ“ და მისმა პარტნიორებმა დღეს კახეთის რეგიონის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.
საგარეჯოს საარჩევნო ოლქში პარტიის ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატად ზაზა ცხვარიაშვილი წარადგინეს. გურჯაანის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით ჩიტაშვილი დასახელდა. სიღნაღში გაერთიანების კანდიდატი ემზარ ბეჟაშვილი იქნება.
დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში „თავისუფალი საქართველოს“ და მისი პარტნიორების კანდიდატად თამილა გურაშვილი დასახელდა. ლაგოდეხში პარტიებმა მაჟორიტარობის კანდიდატად ვასილ ჭიჭინიაძე წარადგინეს. ყვარელის საარჩევნო ოლქში პარტიების ერთიანი კანდიდატი ვიქტორ ლეგაშვილი იქნება. თელავში მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი მოსიაშვილი დასახელდა. ახმეტის საარჩევნო ოლქში პარტიების ლიდერებმა დავით ონიკაური წარადგინეს.
„თავისუფალი საქართველო“, ტრადიციონალისტთა კავშირი და „თეთრები“ კიდევ ერთხელ სთავაზობენ რეალურ ოპოზიციურ ძალებს ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებას.
ღონისძიება პარტიის საგარეჯოს შტაბში გაიმართა.