ნოდარ ხადური: შემოწირულობებთან  დაკავშირებით აუდიტის სამსახურში დამიბარეს

ნოდარ ხადური: შემოწირულობებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურში დამიბარეს

კოალიცია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანს, ნოდარ ხადურს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იბარებენ. ამის შესახებ მან From.ge- ს განუცხადა.

ხადურის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებიდან მოგელაძის მიერ ხელმოწერილი შეტყობინება გუშინ მიიღო. მისი თქმით, ამ დროისათვის მხოლოდ იმის შესახებ იცის, რომ აუდიტის სამსახურში შემოწირულობებთან დაკავშრებით არის დაბარებული.

 „მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სახლემწიფო აუდიტის სამსახური შემოწირულობებთან დაკავშირებით მიბარებს. სხვა არაფერი არ ვიცი. იმედია დღეს გავარკვევ ყველაფერს“, - განაცხადა ხადურმა.

ის აუდიტის სახელმწიფო სამსახურში დღეს, 15:00 საათისთვის არის დაბარებული.

კოალიციის აღმასრულებელ მდივანს „ქართული ოცნებისთვის“ შემოწირულობის სახით  მაისში - 11 000 ლარი აქვს გადარიცხული, რამდენიმე დღის წინ კი 330 ლარი გადარიცხა.