კოალიცია „ქართული ოცნება“ შესაძლოა დამატებით 3.5 მილიონი ლარით დაჯარიმდეს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური "ქართული ოცნებისგან" ითხოვს, რომ ჯამში 700 000 ლარი უკან დაუბრუნოს 75 შემომწირველს.
„თუ კოალიცია არ დაუბრუნებს ამ თანხას, 3,5 მილიონი ლარით დაჯარიმდება. თანხას კი "ქართული ოცნება" შემომწირველებს ვერ დაუბრუნებს, რადგან პარტიების ანგარიშები დაყადაღებულია", - განაცხადა ფანჯიკიძემ