ჩინელი სახელმწიფო მოხელეების ირგვლივ აგორებული სკანდალის გამო ისინი პარტიიდან გარიცხეს. სკანდალი გამოიწვია ასამდე მაკომპომენტირებელმა ფოტოსურათმა, სადაც ჩინოვნიკები ჯგუფური სექსით არიან დაკავებულები.
ფოტოებზე, გამოსახულია ორი ქალი და სამი მამაკაცი, რომლებიც ობიექტივის წინ თამამად პოზირებენ, როგორ მოხვდა ფოტოები ჟურნალისტების ხელში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი ქმედება ჩინური კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორგიის მონაწილეები, ჯერჯერობით, თავისუფლები არიან, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მალე გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მტკიცებულების მიუხედავად კომუნისტური პარტიის რამდენიმე გარიცხული წევრი დანაშაულს უარჰყოფს. ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ ამ ყველაფერში მათი პოლიტიკური ოპონენტების ხელი ურევია.
გამოქვეყნებულმა ფოტოებმა იმდენად დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ კომუნისტური პარტიის წევრებმა სხვადასხვა საიტებს, ფოტოების წაშლის მიზნით ოფიციალური თხოვნაც კი გაუგზავნეს.