კოალიცია“ქართული ოცნების“ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა,ე.წ. ბათუმის ჭაობის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის, წყლის პრობლემისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით,აქცია გამართეს.
„ქართული ოცნების“ახალგაზრდა მხარდამჭერები ბათუმის მერთან,რობერტ ჩხაიძესთან,შეხვედრას ითხოვდნენ და პლაკატებით ხელში,რომლებზეც დანგრეული ბათუმის ქუჩები იყო გამოსახული, არსებულ რეალობას აპროტესტებდნენ.
"მერისგან მოვითხოვთ, გამოვიდეს და გასცეს პასუხი, რაში იხარჯება ფული. ჩვენ ვნახეთ 62 მილიონიანი ანბანის კოშკი, მილიონნახევრიანი ჭაჭის თაუერი, გვინდა ქალაქის დანგრეული ნაწილი აშენდეს", - აღნიშნეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა.
საბოლოოდ,აქციის მონაწილეებსა და ბათუმის საკრებულოს თავჯდომარეს,გიორგი კირთაძეს,შორის საუბარი გაიმართა.
„ვფიქრობ, კარგია დემოკრატიული პროცესებისათვის ასეთი აქციები, მაგრამ ყველაფერი პოლიტიკურ პროცესებს არ უნდა უკავშირდებოდეს. ჩვენზე კარგად არავინ იცის, რამდენი პრობლემაა ქალაქში მოსაგვარებელი", - ასეთი იყო კირთაძის პასუხი აქციის მონაწილეების მიმართ.