"Child’s Own Studio” - არის სათამაშოების კანადური ფირმა, რომელიც რბილ, საბავშვო სათამაშოებს აწარმოებს. ფირმა კანადელი არქიტექტორის ვენდი ჩაოს ინიციატივით შექმნა და განსაკუთრებული იმითაა, რომ მათი სახელოსნო სათამაშოებს ბავშვების ნახატების მიხედვით ამზადებს.
როგორც, „Child’s Own Studio”-ს თანამშრომლები აღნიშნავენ, ბავშვების ფანტაზიით შექმნილი ნახატი უნიკალურია, მათში არის ელემენტები, რომელიც მიუთითებენ ბავშვის წარმოსახვებს საგნებზე და სამყაროზე, ბედნიერებას ანიჭებთ ის ფაქტი, რომ თავიანთი შექმნილი ნახატი შესაძლებელია „გააცოცხლონ”.
„Child’s Own Studio”-ის შემქმნელებს მიაჩნია, რომ მათ შანსი უნდა მისცენ ბავშვებს რეალიზება გაუკეთონ თავიანთ წარმოსახვებს და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს მსგავსი პროექტის განხორციელება. პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, სწრაფად აითვისა ბაზარი. ამ ინოვაციურმა პროდუქტმა კომერციული თვალსაზრისით დიდი მოგებაც მოიტანა.
„Child’s Own Studio“-ს მიერ შექმნილი სათამაშოები 250-დან, 400 დოლარამდე ღირს, მაგრამ მიუხედავად ამ სიძვირისა მშობლები გათამამებულ აბვშვებს, ბავშვური ფანტაზიის ხორცშესხმაში გულმოდგინედ ეხმარებიან.
„თუ თქვენი პატარა, რომელმაც ეს ესაა ხატვა დაიწყო, უცნაური ფორმის ლამაზი გოგონას დახატავს, შესაძლებელია მეორე დილით თავისი წარმოსახვის პრინცესა, რეალობად ექცეს, რაც მშობლებისთვისაც ისეთივე სიხარულია, როგორც მათი პატარებისთვის“-ამბობს ვენდი ჩაო.