ქდმ-ს ერთ-ერთი ლიდერის აზრით, კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნების მერე აუცილებლად დაიშლება და თანაც, მნიშვნელობა არ აქვს, გაიმარჯვებს თუ არა ის არჩევნებში.
„ყველაფერი დასწრებაზე იქნება. ან ივანიშვილი გამოყრის კოალიციაში შემავალ პარტიებს, ან ისინი თავად წავლენ. პარლამენტში შესვლის შემდეგ ივანიშვილს გიჟად შერაცხავენ, ისევე როგორც ერთ დროს მიშა შერაცხეს და გამოეყვნენ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.