25 წლის ამერიკელი მომღერალი ლანა დელ რეი Jaguar -ის სარეკლამო სახე გახდა. მან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწრერა და რეკლამას ბრენდის ახალ სპორტულ მანქანას Jaguar F-Type-ს გაუწევს.
ამ ლეგენდარულ ბრენდთან კონტრაქტი ლანასთვის ამ წელს, უკვე მეორე კონტრაქტია. ცოტა ხნის წინ, ის მოდური ბრენდის H&M სარეკლამო სახე გახდა. ის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანიაში უკვე ჩერთო და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ლანამ ასევე ჩაწერა სიმღერის „Blue Velvet“-ის ქავერ ვერსია, ახალი კოლექციის სარეკლამო რგოლისთვის, რომლის რეჟისორი იოჰან რენკო იქნება.
კომპანია „იაგუარი“( Jaguar) სპეციალიზირდება მსუბუქი „ლუქსის“ ტიპის ავტომობილების გამოშვებაზე. კომპანია შედის კორპორაცია „ფორდ მოტორის“ შემადგენლობაში და მისი მთავარი ოფისი მდებარეობს კოვენტრიში.
სუფთა ინგლისური სტილის, დიდებული, ცივი და ამავე დროს ტემპერამენტული – ასეთ ასოციაციებს იწვევს „იაგუარის“ ავტომობილები, რომლის ახალი მოდელის რეკლამაზე დღეიდან წარმატებული ამერიკელი მომღერალი ლანა დელ რეი იზრუნებს.