საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფილ ამომრჩეველთა სიას დღეს მიიღებენ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„22 აგვისტოდან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფილი ამომრჩეველთა სია, სადაც ასახულია ცვლილებები მიმდინარე წლის 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ ცესკომ სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ხელმძღვანელისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მიიღო“, - აცხადებენ ცესკოში.