ვატო შაქარიშვილი: ეს არის ამერიკული სტანდარტი - მხოლოდ მას აქვს უფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტოს ვისთან ითანამშრომლოს და ვისთან არა

ვატო შაქარიშვილი: ეს არის ამერიკული სტანდარტი - მხოლოდ მას აქვს უფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტოს ვისთან ითანამშრომლოს და ვისთან არა

“შვეიცარიაში, აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რასაც ტრამპი გამოეხმაურა და დიდი სიხარულით ამცნო მსოფლიოს, რომ შეხვედრა უაღრესად მეგობრულ გარემოში წარიმართა. ტრამპა განაცხადა, რომ ამერიკის საკეთილდღეოდ სურს ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა”- წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი. 

მისი თქმით, ეს არის ამერიკული სტანდარტი - მხოლოდ მას აქვს უფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტოს ვისთან ითანამშრომლოს და ვისთან არა.

“შვეიცარიაში, აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რასაც ტრამპი გამოეხმაურა და დიდი სიხარულით ამცნო მსოფლიოს, რომ შეხვედრა უაღრესად მეგობრულ გარემოში წარიმართა. ტრამპა განაცხადა, რომ ამერიკის საკეთილდღეოდ სურს ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა. 

ეს არის ამერიკული სტანდარტი - მხოლოდ მას აქვს უფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტოს ვისთან ითანამშრომლოს და ვისთან არა. საქართველოს კი, ეკრძალება ჩინეთთან პარტნიორობა და საერთოდაც საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა. 

P.S. ალბათ ჯო ვილსონს ჯერ არ გაუღვიძია, თორემ აუცილებლად დაგმობდა მისი პრეზიდენტის 
ამ განცხადებას, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიმართ ლოიალობის გამომხატველია. გაღვიძებისთანავე ვილსონი სასწრაფოდ დაარეგისტრირებს მორიგ აქტს კონგრესში, რომელიც აშშ-ის იმ ოფიციალური პირების სანქცირებას მოითხოვს, ვინც ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაახლოებას უწყობს ხელს…”- წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

მარბიელი როცა ხელფასის მომატების მოთხოვნით გამოსული ხალხი უმოწყალოდ დაარბია საფრანგეთის პოლიციამ, იმ ქვეყანამ რომელიც აპროტესტებდა ჩვენთან პარლამენტისა და პოლიციელებისათვის ცეცხლის წამკიდებელთა მიმართ ძალის გამოყენებას, მეცოცხეებმა (ვაშაძე, ფავლენიშვილი) ასე გაამართლეს ეს: იქ დემოკრატიაა, სასამართლოაო და დარბევა მისაღებია, ხოლო აქ რუსულიაო :)) ანუ დემოკრატიულ საფრანგეთში ხელფასის მოთხოვნით ქუჩაში არ უნდა გამოხვიდე, ხოლო აქ რუსული რეჟიმია და შესაძლებელია ქვების სროლა, მოლოტოვკა, პიროტექნიკა, პარლამენტის დაწვაო.
ხომ მაგარი ლოგიკაა? ამის მომფიქრებელი და გამხმოვანებელი ხელისუფლებაში თუ მოვა (ღმერთმა გვაშოროს) ხომ აგვაშენებს!
აშშ-ს ორმაგი სტანდარტი? "შარშანწინდელიც კი მახსოვს ... მაშ ძმა ყოფილა ის შენი, მიტომ მიგიგავს სახეო"
ეს ჩვეულებრივი "ძალის სამართალია"
16 საათის უკან