​

​"აღარანაირი ომი" - რომის ახალი პაპის მთავარი გზავნილი

"აღარანაირი ომი" - ეს ლეო მე-14-ის მთავარი გზავნილია. ვატიკანში შეკრებილ ადამიანებს ახალმა პაპმა, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა.

რობერტ ფრენსის პრევოსტის უფრო ახლოს დანახვას და მის სიტყვას მოუთმენლად ელოდნენ მოედანზე შეკრებილები. 

პონტიფიკოსმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში სამხედრო დაპირისპირებების დასრულებასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე.

"პაპმა თავის პირველ სიტყვებში თქვა, რომ მსოფლიოში ომის დრო დასრულდა. ჩემთვის სწორედ ეს სიტყვები იყო ყველაზე სიმბოლური და მნიშვნელოვანი, ამიტომაც მგონია, რომ ის მთელ მსოფლიოს გააერთიანებს და მშვიდობის იმედს დაუბრუნებს", - აცხადებს ადგილობრივი.