თეა წულუკიანი ცქიტიშვილის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო

თეა წულუკიანი ცქიტიშვილის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო

ნაძალადევის რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს წულუკიანი ცქიტიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. 

 მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილებს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამა დეტალურად გააცნო, რომელიც ხელმისაწვდომ განათლებას, ჯანდაცვას და უმუშევრობის დაძლევას ითვალისწინებს.


დეპუტატის განმარტებით, ნაძალადევშიც მოსახლეობის მთავარი პრობლემა, ისევე როგორც მთელ საქართველოში, უმუშევრობაა, მისივე თქმით, არაეფექტურად მუშაობს სოციალური დახმარების პროგრამები.

„ამ რაიონის წარმომადგენელი პარლამენტში შევარდნაძის დროიდანაა ჩარჩენილი და თუ რამე გაუკეთებია, მხოლოდ თავისიანებისთვის. ჩემიანების და სხვისიანების დრო უნდა დამთავრდეს, მე ვიქნები ნებისმიერის პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერის წარმომადგენელი პარლამენტში და დავიცავ ყველას უფლებებს“ - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე წულუკიანმა.