კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიების სასამართლო დამოუკიდებლობის გაზრდას ითხოვს. ამ მიზნით მათ მიერ სპეციალური რეკომენდაციები იქნა შემუშავებული, რომლის პრეზენტაციაც დღეს "თბილისი მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინეს.
რეკომენდაციების ნაწილი მიმართულია იმისკენ, რომ მოსამართლის როლი უფრო გაძლიერდეს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ის მეტად თავისუფალი იყოს.
"სასამართლოში დღეს გვაქვს ვითარება, როცა ადამიანების ძალიან ვიწყო ჯგუფი არის დომინანტი და გადაწყვეტილების მიმღები. მოსამართლის როლი დაკნინებულია. მოსამართლეს არ აქვს შესაძლებლობა, სასამართლო სისტემის პოლიტიკაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა მოახდინოს. ეს ძალიან ცუდად აისახება მათ სიძლიერეზე, დამოუკიდებლობაზე", - განაცხადა საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე განმარტებით, სურთ, რომ რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიებს გააცნონ, რათა ისინი საკუთარ საარჩევნო პროგრამებში ასახონ.
"ჩვენ გვსურს, შევხვდეთ იმ პარტიებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებენ. პირველი შეხვედრა ხვალ "ქრისტიან-დემოკრატებთან" გაიმართება. ჩვენი სურვილია ასევე შევხვდეთ "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წევრებს", - განმარტა ჩუგოშვილმა.