ახლების“ სიის პირველი ნომერი დავით გამყრელიძე იქნება

ახლების“ სიის პირველი ნომერი დავით გამყრელიძე იქნება

„ახალი მემარჯვეენების" სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე იქნება. ამის შესახებ განცხადება "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ დღვანდელ ბრიფინგზე გააკეთა. 

გარდა ამისა, ჩიხრაძე აცხადებს, რომ  "მემარჯვენეები" მზად არიან, წინასაარჩევნო პერიოდში გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლებასთან და ყველა კვალიფიციურ სუბიექტთან ოპოზიციის მხრიდან. 

„მემარჯვენეებს" მისი ხელმძღვანელობით ამ წლების განმავლობაში ბევრი სირთულეები გვაქვს გადალახული, გვქონია ბევრი წარმატებაც და წარუმატებელი პერიოდიც, მაგრამ "ახალ მემარჯვენეებს" არასოდეს პარტიული ინტერესები სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა არ დაგვიყენებია", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

„დავით გამყრელიძე უკვე 12 წელია ქართულ პოლიტიკაშია, აქედან 9 წელი პარტია "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარეა.