„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარემ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად როლანდ ახალაია წარადგინა.
როლანდ ახალია ბოლო წლებია სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორად მუშაობს. ახლაიას ოჯახი ძალიან დაახლოებულია ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
2012 წლის ივლისშიგანხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) უფროსი დათა ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალიამ, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა .
შეგახსენებთ, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდში, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია იყრის კენჭს.