კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის სხვა ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი ესწრება.
კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ლიდერები მათ წინასაარჩევნო გარემოსა და "ქართული ოცნების" ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე მიაწვდიან ინფორმაციას.
"ქართული ოცნების" ლიდერებიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე, "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე და კოალიციის წევრი სოზარ სუბარი.
შეხვედრა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს