თბილისის მერის, გიგი უგულავას ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, თბილისში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი, 1,5- 2 მლნ ლარი იქნება. ამის შესახებ მან დღეს ქალაქის მთავრობის მიერ გამართულ საგანგებო სხდომაზე განაცხადა, სადაც წვიმისა და სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალისა და მისი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.
როგორც უგულავამ განაცხადა, ეს თანხა დაუყოვნებლივ გამოიყოფა სარეზერვო ფონდიდან.
„უმოკლეს ვადებში გადაწყვიტონ ყველა ბიუროკრატიული საკითხი იმისთვის, რომ აღდგენითი სამუშაოები დროულად დაიწყოს და 7 სექტემბრამდე დასრულდეს“, - გაანაცხადა მან.
როგორც მერმა აღნიშნა, საერთო ჯამში 500-მდე ოჯახს დაუზიანდა სახურავი, რაც 50 000 კვ.მ ფართობს შეადგენს.
სტიქიამ ძირითადად დიდგორისა და ისანი-სამგორის რაიონების ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.