დღეს, 19 აგვისტოს ორგანიზაცია „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსათვის“ აწყობს აქციას ათენსა და სალონიკში. აქციის ფარგლებში მოხდება საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისაგან განაცხადების მიღება „ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში რეგისტრაციაზე“ საარჩევნო კოდექსის 32 მუხლის საფუძველზე.
აქტივისტები იმუშავებენ ათენში ომონიას მოედანზე დილის 9 საათიდან 15 საათამდე და სალონიკში არისტოტელეს პარკში.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტის ასლი.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, იმ არალეგალმა ემიგრანტებმა, ვისაც აქვს სურვილი რომ 2012 წლის 26 აგვისტოს, კვირას დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე რათა თავიდან აირიდოს საქართველოს მოქალაქეობის საკითხების შემდგომი გართულება ორგანიზაციის წარმომადგენლებს უნდა გადასცენ პასპორტის ასლი, რათა მომზადდეს ცნობა მათი საცხოვრებელი ადგილიდან.