კოალიცია „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ნაჭყებიას შეხვედრამ ამომრჩეველთან დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. კანდიდატმა შეკრებილებს კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ნაჭყებიას განცხადებით, ის წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯის მოსახლეობას ხვდებოდა, როცა „ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან გარკვეული ინციდენტები განხორციელდა.
„ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე მხარდამჭერმა შეხვედრის ჩაშლა სცადა. მათ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს თაღლითები და ქვეყნის მოღალატეები უწოდეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა“, - განაცხადა მან.