გაეროს სირიიდან დამკვირვებლები გამოჰყავს, რადგან ქვეყანაში უკვე ვეღარ კონტროლდება არსებული სიტუაცია, გაეროს დამკვირვებლების სიცოცხლეს კი ყოველწუთიერად საფრთხე ემუქრება.
სირიის დამკვირვებლების გამოსვლა გაეროსა და არაბული სახელმწიფოების ლიგის სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის გეგმის ჩაშლას მოჰყვა.
„სადამკვირვებლო მისიის გაგრძელების პირობების შესრულება ვერ მოხერხდა“,-განაცხადა საფრანგეთის ელჩმა გაეროში ჟერარ აპომ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.