რუსეთის სასამართლომ ანტიპუტინისტურ პანკ ჯგუფს Pussy Riot-ს განაჩენი გუშინ გამოუტანა. Pussy Riot-ის წევრებს ბრალად რელიგიურ სიძულვილზე დამყარებული ხულიგნობა ედებათ. ჯგუფის წევრებს ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
შეგახსნებთ, რომ მოსკოვში, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ჯგუფმა Pussy Riot ღვთისმშობელს რუსეთის პრემიერის განდევნა შეავედრა: „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!“
სასამართლო პროცესს მთელი საერთაშორის საზოგადოება აკვირდებოდა, პარალელურად კი მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში და მათ შორის თბილისში, ჯგუფის მხარდამწერი სოლიდარობის აქცია გაიმართა.