„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან“  ქუთაისში კენჭს გიორგი ახვლედიანი იყრის

„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან“ ქუთაისში კენჭს გიორგი ახვლედიანი იყრის

ქდმ-ს  მაჟორიტარის დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში გიორგი ახვლედიანი იქნება. ქუთაისელებს ის, დღეს, პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი თარგამაძემ პირადად წარუდგინა. წარდგენა სიმბოლურად გეგუთში, თამარის ციხის ნანგრევებთან შედგა.

„თითოეული ქუთაისელის ოჯახში, რომელიც კარს გააღებს, კეთილდღეობა უნდა შევიდეს. ამას ელოდება ეს ქალაქი ათწლეულების მანძილზე და აქ მცხოვრები ადამიანები ამას იმსახურებენ, არ იმსახურებენ იმას, რაც დღეს აქ ხდება“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.