გაეროს გენერალურმა მდივანმა ირანის ანტი-ებრაული განცხადებები გააკრიტიკა. პან გი მუნის განცხადებით, ირანის ლიდერებმა, პრეზიდენტმა და უმაღლესმა ლიდერმა, ისედაც დაძაბული რეგიონის დამშვიდება უნდა სცადონ და არა პირიქით, ისრაელის სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცვლელი განცხადებები აკეთონ, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს და ამწვავებს.
ცოტა ხნის წინ. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ჰამენეიმ განაცხადა, რომ პალესტინის მიწები პალესტინელებს უნდა დაუბრუნდეთ. გუშინ, კი ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ ისრაელის „სიონისტური რეჟიმი“ მთელი ახლო აღმოსავლეთის „სიმსივნეა“ და მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები პლესტინის მიწებიდან ამერიკელებსა და სიონისტებს გაყრიან.