აბაშაში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით დარცმელიძე იქნება. ფოთში მმართველი პარტიიდან კენჭს თენგიზ სარიშვილი იყრის, ხოლო სენაკში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი.
დავით დარცმელიძე სამეგრელო–ზემო სვანეთში გუბერნატორის მოადგილეა, რაც შეეხება თენგიზ სარიშვილს, ის ფოთის საკრებულოს წევრია.
ბიზნესმენი თენგიზ სარიშვილი რამდენიმე ხნის წინ მცირე „სკანდალში“ გაეხვა, როდესაც მან ფოთში ერთ-ერთ პენსიონერ ქალბატონს სატელიტური თეფში საჩუქრად გადასცა. ამ საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაინტერესდა. აუდიტის სამსახურმა თენგიზ სარიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სასამართლოს გადაუგზავნა.
მაჟორიტარობის სამივე კანდიდატს პარლამენტის თავმჯდომარე თვის ბოლომდე წარადგენს.