საარჩევნო გარემოს დამკვირვებელ ელჩთა ჯგუფი ხელისუფლებას თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობის გაფართოვებისკენ  მოუწოდებს

საარჩევნო გარემოს დამკვირვებელ ელჩთა ჯგუფი ხელისუფლებას თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობის გაფართოვებისკენ მოუწოდებს

ელჩების სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პროცესებს აკვირდება, განცხადება გაავრცელა.

ელჩები ყველა პარტიას მოუწოდებენ, კამპანია - „ეს შენ გეხებას“ - ფარლებში 17-პუნქტიანი ქცევის კოდექსი დაიცვან.

კერძოდ: პატივი სცენ როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად დადგენილ არჩევნების შედეგებს, ისე იმ პროცესს, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, უპირველესად კი, ეუთოს შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს შეესაბამება.

„ელჩების სამუშაო ჯგუფი მიესალმება მრავალფეროვან საინფორმაციო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას must-carry, must-offer-თან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში საკაბელო მაუწყებლობა შეზღუდულია, ელჩების სამუშაო ჯგუფი მიესალმება იმის განხილვას, თუ როგორ შეიძლება გაფართოვდეს თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა იქ, სადაც არ ხორციელდება საკაბელო მაუწყებლობა, განსაკუთრებით კი საქართველოს რეგიონებში“, - აღნიშნული განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ელჩები მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ყველა მონაწილისათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფის, მედიაზე თანაბარი წვდომისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და მხარს უჭერს ყოველგვარ ძალისხმევას ამ მიმართულებით.