23 აგვისტოს, საჩხერეში, ბერა ივანიშვილის პირველი სოლო კონცერტი გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადებითა და ვიდეორგოლით გაავრცელა.
„ჩემს ცხოვრებაში პირველ სოლო კონცერტს ჩემს მშობლიურ მიწაზე - საჩხერეში გავმართავ! დანარჩენ თარიღებს მალე გაცნობებთ. ტურნე - „გპირდები“ იწყება!!!“, - ამბობს ბერა ივანიშვილი.
კონცერტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: GDS TV და ტელეკომპანია „მეცხრე არხი“.