კოალიცია „ქართული ოცნების“ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი NDI-ს წარმომადგენელს, გრძელვადიან დამკვირვებელს მარია ბაბიჩს შეხვდა, რომელსაც ქუცნაშვილმა „ქართული ოცნების“ „კარდაკარის“ შედეგები გააცნო.
„ქართული ოცნების“ ცნობით, ბაბიჩი მიწერილი ამომრჩევლების საკითხითაა დაინტერესებული.
NDI-სთან შეხვედრის შემდეგ, ქუცნაშვილი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიაში მივიდა, სადაც კოალიციის კარდაკარის შედეგები მიიტანა.
„ჩვენ მზად ვართ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიასთან ერთად ჩავატაროთ „კარდაკარი“, რათა სრულად აღმოვფხვრათ საარჩევნო სიებში არსებული უზუსტობები. „ქართული ოცნების“ მიერ გადამოწმებულ სიებში მრავლადაა როგორც გამორჩენილი, მიწერილი და გარდაცვლილი, ასევე უცხოეთში მყოფ ამომრჩეველთა მონაცემები.”- განაცხადა ქუცნაშვილმა.