შინაგან საქმეთა სამინისტროს აბაშის რაიონულმა სამმართველომ სოფელ მაიდანში მცხოვრები აქვსენტი ჯანგველაძე დააკავა. ამასთან დააკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა.
"აქვსენტი ჯანგველაძემ 14 აგვისტოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სოფიო ჯანგველაძეს, რომელიც იმ დროისთვის პარტიის მხარდამჭერთა შეხვედრაზე იმყოფებოდა. აქვსენტი ჯანგველაძე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით. სასამართლომ მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ჯანგველაძის დაკავება უკავშირდება სოფელ მაიდანში კოალიცია "ქართული ოცნების" აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი საბულუას მოსახლეობასთან შეხვედრისას მომხდარ ინციდენტს.