რამაზ სამხარაძე: იმედია სასამართლო რადიო „ჰერეთის“ სარჩელს დააკმაყოფილებს

რამაზ სამხარაძე: იმედია სასამართლო რადიო „ჰერეთის“ სარჩელს დააკმაყოფილებს

რადიო „ჰერეთსა“ და საქართველოს კომუნიკაციების კომისიას შორის დავა  თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დასრულდა. სასამართლო გადაწყვეტილებას თვის ბოლოს გამოაცხადებს, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე საკმაოდ რთული კატეგორიისაა.

რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კომისიამ დისკრიმინაციული მეთოდები გამოიყენა ამ ორი კომპანიის რადიო „ჰერეთსა“ და „მედია ჰაუს დეკომთან“ (ცხელი შოკოლადი“) დაკავშირებით.

„სასამართლომ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას 31 აგვისტოს გამოიტანს, რადგან, საქმე რთული კატეგორისაა, რადგან ძალიან ბევრი მასალა არსებობს. დამატებითი პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. თუმცა, ყველა ის მტკიცებულებაა, რაც ჩვენმა ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებით წარადგინა, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს საქართველოს მაუწყებლობის შესახებ, რადგან არ იქნა შესწავლილი სუბიექტი და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მე-60 პრიმა მუხლს. ჩვენს მიერ წარდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება არის ის რომ, კომისია არ დაინტერესებულა უცხოური ელემენტით, კერძოდ კომპანია „ვიდოფონით“,-აცხადებს სამხარაძე.

სამხარაძე აცხადებს, რომ მარეგულირებელი კომისიის იურისტმა ისევ ვერ უპასუხა „ჰერეთის“ შეკითხვას, რატომ არ გადაამოწმეს უცხოელი პარტნიორის არსებობა.

„ჩვენმა ადვოკატმა დაუსვა მარეგულირებელი კომისის წარმომადგენელს პავლე ბერიას პაექრობის დროს შეკითხვა, თუ როგორ გადაამოწმა კომისიამ აღნიშნული სუბიექტი „ვიდოფონი“  ნამდვილად არსებობდა თუ არა, რაზეც ბერიამ უპასუხა, რომ ეს კომისიის წევრებს უნდა ჰკითხოთ და არა მას, იურისტს, მან პირდაპირ აარიდა თავი შეკითხვას. თუმცა , იმედი გვაქვს რომ სასამართლო ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს და კომისიის გადაწყვეტილებას გააუქმებს“,-აცხადებს რამაზ სამხარაძე.