ჯონ გუდმენი The Hangover Part III-ში მიიწვიეს. თუ მსახიობსა და ფილმის შემქმნელებს შორის შეთანხმება მიიღწევა, გუდმანი ანტაგონისტს განასახიერებს. გუდმენის პერსონაჟს ექნება იგივე ფუნქცია, რაც The Hangover Part II-ში (წვეულება ვეგასში 2: ვეგასიდან ბანგკოკში) პოლ ჯამატის ჰქონდა.
The Hangover-ის პირველი ფილმი 2009 წელს გამოვიდა. რეჟსორ ტომ ფილიპის მიერ 35 მილიონ დოლარად გადაღებულმა კომედიამ 467 მილიონის მოგება ნახა. რასაც 2011 წელს ფილმის მეორე სერია The Hangover Part II მოჰყვა. მეორე სერიაში სიუჟეტი ამერიკის ნაცვლად ბანგკოკში განვითარდა და კვლავ ფილის, სტიუს, ალანისა და დაგის თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობდა. ორი წარმატებული ფილმის შემდეგ, ტოდ ფილიპმა გადაწყვიტა გადაიღოს მესამე, დასკვნითი სერია. რომელიც პირველი და მეორე ნაწილის ლოგიკური და სასაცილო დასასრული იქნება. ფილმი ეკრანებზე 2013 წლის 24 მაისს გგამოვა და რეჟისორი მასში უამრავ სიურპრიზს გვპირდება. ფილმში მთავარ როლებს კვლავ ბრედლი კუპერი, ზაკ გალაფიაკისი და ედ ჰელმენსი შეასრულებენ.
როგორც ჩანს, The Hangover-ის დასკვნითი ნაწილის გადაღება სტუდია Warner-ს უფრო ძვირად მოუწევს, რადგან მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები ჰონორარის 15 მილიონი დოლარით გაზრდას მოითხოვენ.
მეორე ფილმში, თითოეულმა (კუპერმა, გალიფიანსკიმ და ჰელმსმა) 1 მილიონი დოლარი მიიღეს (კუპერმა ცოტათი მეტით რადგან მისი სახელი იყო ყველაზე ცნობილი ამ მსახიობებიდან).
პირველი ფილმი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 35 მილიონი დოლარი დაჯდა და 467 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა. The Hangover Part II-ის გადაღებაში 80 მილიონი დოლარი დაიხარჯა, მოგებამ კი, 581 მილიონი დოლარი შეადგინა. ასეთი ტემპით მესამე ფილმის მოგების მაჩვენებელმა შეიძლება 100 მილიონ დოლარს გადააცილოს.