„Sparkle“:  უიტნი ჰიუსტონი უკანასკნელი როლით(VIDEO)

„Sparkle“: უიტნი ჰიუსტონი უკანასკნელი როლით(VIDEO)

ამერიკულ კინოგაქირავებაში დღეს, რეჟისორ სალიმ აკილის მუსიკალური დრამის „Sparkle“-ის პრემიერა გაიმართება. ეს არის  უიტნი ჰიუსტონის ბოლო ფილმი, რომელშიც მომღერალი, ერთ-ერთ, მთავარ როლს ასრულებს.

ფილმი 1976 წელს გადაღებული ცნობილი სურათის რიმეიკია. მასში მოქმედებები ჩიკაგოში ვითარდება და მოთხრობილია ტრიოს „Supremes“ ისტორია, სადაც თავისი კარიერა დაიწყო დაიანა როსმა. ფილმის რიმეიკის პირველი მცდელობა რეჟისორ სალიმ აკილს ჯერ-კიდევ 12 წლის წინ ჰქონდა.  თუმცა, მთავარ როლზე დამტკიცებული R&B-ვარსკვლავი,  2001 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მისი პერსონაჟის ხასიათი მოირგო პოპ-ვარსკვლავმა ჯორდინ სპარკსმა, რომლის დედის როლსაც უიტნი განასახიერებს. მომღერალი თამაშობს დედას, რომელმაც ქმრის გარეშე სამი წარმატებული შვილი გაზარდა, რომლებმაც სახელი საქვეყნოდ გაითქვეს, თუმცა დიდების შენარჩუნება ბოლომდე ვერ შეძლეს.

კინომიუზიკლის გადაღებები უიტნი ჰიუსტონის გადრაცვალებამდე სამი თვით ადრე დასრულდა. მასში უიტნი, მხოლოდ ერთ სიმღერას „Celebrate“, მომღერალ ჯორდინ სპარკსთან ერთად დუეტში ასრულებს.  

კრიტიკოსებმა ფილმს ჰიუსტონის „გედის სიმღერა“ უწოდეს.