ვლადიმერ ბოჟაძე: კარგად გვახსოვს როგორ ექცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ როცა იყო ხელისუფლებაში „იმედს“ და ზოგადად მედიას. ახლა ვხედავთ ოპოზიციიდან როგორ ექცევიან კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტებს

ვლადიმერ ბოჟაძე: კარგად გვახსოვს როგორ ექცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ როცა იყო ხელისუფლებაში „იმედს“ და ზოგადად მედიას. ახლა ვხედავთ ოპოზიციიდან როგორ ექცევიან კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტებს

კარგად გვახსოვს როგორ ექცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ როცა იყო ხელისუფლებაში „იმედს“ და ზოგადად მედიას. ახლა ვხედავთ ოპოზიციიდან როგორ ექცევიან კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტებს , - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„კარგად გვახსოვს როგორ ექცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ როცა იყო ხელისუფლებაში „იმედს“ და ზოგადად მედიას. ახლა ვხედავთ ოპოზიციიდან როგორ ექცევიან კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტებს და როგორ განარჩევენ ერთმანეთისგან - რომელია მათთვის მისაღები და რომელია მათთვის მიუღებელი მედიის წარმომადგენელი. ეს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, რას უზამენ მედიას. როდესაც ვსაუბრობთ „იმედზე“, ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიაზე, ასეთ ტელევიზიას მხოლოდ იმიტომ რომ შენთვის მიუღებელ აზრს გამოხატავს, ანუ ამბობს სიმართლეს და ექცევი ასე, მიუღებელია“ , - აღნიშნა ბოჟაძემ.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მედიაზე თავდასხმის ადგილად იქცა - ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.