"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პოლიტიკური პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, ანგარიშში განხილულია პოლიტიკური პარტიების 2011 წლის ფინანსური დეკლარაციები.
მათივე ინფორმაციით, კვლევა პროექტის "გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.
"კვლევა სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: პირველი თავი მიმოიხილავს პოლიტიკური პარტიების შემოსავლებს, ხოლო მეორე თავი – ხარჯებს. ბოლო თავში შეჯამებულია კვლევის ძირითადი მიგნებები და ტენდენციები, ასევე წარმოდგენილია არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭირო რეკომენდაციები“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაცია ორგანიზაციის ოფისში, 20 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება.