კოალიცია ,,ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის რუსთავში მცხოვრებ ქართველ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდა და მათ 19 აგვისტოს დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ძიძიგურმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს იყო მრავალეროვანი და მრავალეთნიკური შეხვედრა, რომლის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და საარჩევნო პროგრამის გაცნობა იყო.
„აქ ძალიან სერიოზული საპროტესტო განწყობაა. აქ არ არის გაზი, შუქი, ადამიანებზე ბინები არის გაუფორმებელი. ამიტომ ისინი ძალიან დაინტერესდნენ 19 აგვისტოთი. მზად არიან მოვიდნენ აქციაზეც და ბიძინა ივანიშვილს მოუსმინონ“, - განაცხადა ძიძიგურმა.
შეხვედრას ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი დოლიძე, სანდრო მრევლიშვილი და იური მეჩითოვი ესწრებოდნენ.