საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი გერმანიაში ამერიკული საწვრთნელი ბაზაზე „ჰოჰენფელსში “ აშშ-ის ევროპის სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილემ კონტრადმირალმა მარკ მონტგომერის მოწვევით იმყოფება.
ამერიკელმა პარტნიორებმა დიმიტრი შაშკინს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას ქართველი სამხედროების მომზადების პროცესის დეტალური სქემა გააცნეს.
აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში JMRC-ში ISAF-ის მისიისთვის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ქართველი სამხედროების მოსამზადებელი წვრთნები მიმდინარეობს. დიმიტრი შაშკინი მიმდინარე წვრთნებს დაესწრო და ამერიკელი სამხედროების მიერ ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროცესსაც გაეცნო.